ISAF-ის მისია

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული და ბრიტანული დროშები დაეშვა

http://www.independent.co.uk/

ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ავღანეთის ჰელმანდის პროვინციას ტოვებენ. სამშვიდობო მისიას ქართული კონტინგენტიც ასრულებს. დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთში საკუთარი მისია დასრულებულად გუშინ გამოაცხადა, როდესაც კემპ ბასტიონის ბაზაზე ბრიტანული დროშა დაეშვა. ლეზერნეკის ბაზაზე კი, ამერიკული დროშა დაუშვეს - ავღანეთში ამერიკელ საზღვაო ქვეითთა უკანასკნელი ბაზა დაიხურა.

წლის ბოლომდე NATO ავღანეთში ISAF-ის 13-წლიან ოპერაციას დაასრულებს და ქვეყანაზე კონტროლს მთლიანად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადააბარებს. ავღანეთში ამ პერიოდში კოალიციის 3 500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა. ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, კოალიციის წევრი ქვეყნები ავღანეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას გააგრძელებენ. 

"როგორც იცით, ჰელმანდი ძალიან რთული ზონა იყო, განსაკუთრებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში. მაგრამ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებით თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ. მათი ძალები იმატებს და ისინი სულ უფრო უკეთესად მუშაობენ", - აცხადებს ISAF-ის ძალების სარდალი, გენერალი ჯონ კემპბელი.

კომენტარები