ISAF-ის მისია

აპატურაი: ნატო თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოს გამოიძიებს

ჯეიმს აპატურაი
http://www.nato.int/

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ნატო-ს ექსპერტები ვიდეოსა და გუშინდელ ტერაქტს შორის შესაძლო კავშირს გამოიძიებენ და დასკვნას უახლოეს დღეებში წარმოადგენენ.

"საქართველოს შეაქვს უდიდესი წვლილი ISAF-ის ოპერაციაში და მოკავშირეებთან ერთად აკეთებს ყველაფერს, ავღანეთის ფეხზე დასაყენებლად. სამწუხაროდ, ნატო-ს ბევრ სახელმწიფოს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ავღანეთში დიდი დანაკლისი აქვთ. მათ შორის, მაგალითად ჩემს ქვეყანას - კანადას, ყველაზე მეტი კი შეერთებულ შტატებს. საქართველო აჩვენებს ისეთ სიმტკიცესა და გაბედულობას, როგორც ალიანსის წევრი ქვეყნები და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ მომხდარის გამო, გენერალურმა მდივანმა ISAF-ის სარდლობას სთხოვა გარკვევა, ყველა ინფორმაციის, რაც ადგილზე ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებას უკვაშირდება. 
ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ინფორმაცია იმ ვიდეოების შესახებ, რომელიც ჯიჰადს ეხება და ინტერნეტით გავრცელდა. ამიტომაც გვსურს ვიცოდეთ სრულყოფილად, რა არის სინამდვილეში, რა არის ნამდვილი და რა - არა. თუკი ადგილზე გაზრდილია საფრთხე და გაზრდილია რისკები ქართველი ჯარისკაცების მიმართ, ეს ინფორმაცია სრული, ღრმა ანალიზის შემდეგ მალევე გვეცოდინება. ველით დასკვნებს. რა თქმა უნდა ეს საქართველოს მთავრობის ჩართულობით გაკეთდება. მათთან მჭიდრო კავშირში ვართ," - განაცხადა მოამბესთან საუბარში ჯეიმს აპატურაიმ.

 

კომენტარები