საქართველო-NATO

აპატურაი: NATO მიესალმება, რომ საქართველოს პარლამენტმა შეძლო კოაბიტაცია

NATO

NATO მიესალმება, რომ პარლამენტმა შეძლო კოაბიტაცია, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"დავით უსუფაშვილს პირველად მაშინ შევხვდი, როცა ოპოზიციაში იყო. ახლა მინდა მივულოცო, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი, გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა. მინდა ვთქვა, რომ NATO მიესალმება იმას, რომ პარლამენტმა შეძლო კოაბიტაცია", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა ბოლო თვეებში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის - საკონსტიტუციო ცვლილებები და პარლამენტის მხრიდან იმის გაცხადება, რომ საგარეო კურსი და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის უცვლელი.

"სასიამოვნოა, რომ ახალი მთავრობა აგრძელებს ძველი მთავრობის მიერ დაწყებულ რეფორმებს, საქართველომ მიაღწია სტაბილურ, უწყვეტ პროგრესს, რაც გულისხმობს რეფორმების გატარებას და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას, NATO-სთან დაახლოებას. სასიამოვნოა, რომ ახალი მთავრობა აგრძელებს ამ კუთხით ძველი მთავრობის მიერ დაწყებულ რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. 

კომენტარები