ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ადვოკატი მოითხოვს სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შეცვლას, რომლის მიხედვითაც ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 000-ლარიანი გირაო, ხოლო ვანო მერაბიშვილს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
"დარწმუნებული ვარ, შეიცვლება ეს გადაწყვეტილება და ქუთაისი სააპელაციო სასამართლო პატიმრობიდან გაათავისუფლებს ვანო მერაბიშვილს", - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
სააპელაციო სასამართლოს 72 საათი აქვს იმისთვის, რომ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატის საჩივარი განიხილოს.