საპრეზიდენტო არჩევნები

ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო პრაიმერის ივნისის ბოლოს ჩაატარებს

Geonews.ge

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გაბაშვილის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ივნისის ბოლოს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერიში მონაწილეობის კანდიდატებად, ამ დროისთვის გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და ვანო მერაბიშვილი სახელდებიან. 

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები