პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: 17 მაისს პოლიციამ თავისი მოვალეობა ყველაზე უკეთ შეასრულა

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, 17 მაისს პოლიციამ თავისი მოვალეობა ყველაზე უკეთ შეასრულა. ამის შესახებ უსუფაშვილმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მე ასე ვხედავ, ვინაიდან ამ ვითარებაში, როდესაც კრიტიკულ მომენტში პოლიცია დადგა არჩევანის წინაშე, ან უნდა მიემართა გაცილებით მძიმე ღონისძიებებისთვის და ამას შესაძლოა პროცესი ბოლომდე უმართავი გაეხადა, ან უნდა უზრუნველეყო დემონსტრანტთა უსაფრთხოება და საკუთარ თავზე მიეღო აგრესიული მასის დაწოლა. მათ არჩევანი გააკეთეს მეორე გზის სასარგებლოდ და ეს იყო აბსოლუტურად სწორი გამოსავალი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ”სტანდარტი, კონსტიტუცია და კანონები უნდა იყოს ერთადერთი და ყველამ უნდა გაიაზროს”,

"საქართველოს სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და არც ერთ ადამიანს, არავის, არც ერთი შეხედულების, ორგანიზაციის, თუ რელიგიური მრწამსის წარმომადგენელს არ აქვს იმუნიტეტი და საქართველოს კანონებით და კონსტიტუციით სხვისი ცემა, ქონების დაზიანება, საფრთხის შექმნა სხვისი ჯანმრთელობისთვის, ეს ყველაფერი არის დასჯადი ქმედებები და მე მგონია, რომ სამართალდამცველი ორგანოები ამის შესახებ თავად მოგვაწვდიან ინფორმაციას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები