რუსთაველის გამზირზე უკვე შეკრებილი არიან სასულიერო პირები და მრევლი, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გამართვას ეწინააღმდეგებიან. აქციაზე მივიდა პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობიც, რომელიც სამართალდამცავებს სთხოვს, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.
აქციაზე სულ რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. მათ შორისაა მამა დავით ქვლივიძე და მამა დავით ისაკაძე. აქციას ბასილ მკალავიშვილიც შეუერთდა მომხრეებთან ერთად, რომელთაც ჭინჭრები უჭირავთ ხელში. მკალავიშვილი აცხადებს, რომ როგორც კი "მამათმავლები" გამოჩნდებიან, ის და მისი მრავალ ბრძოლაგამოვლილი მრევლი მათ შეებრძოლება.

ფოტო: ტაბულა





