სისხლის სამართლის საერთაშორისიო სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელის სანაპიროსთან ე. წ. მშვიდობის ფლოტილიასთან დაკავშირებულ ინციდენტს შეისწავლის. 2010 წელს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ნეიტრალურ წყლებში შტურმით აიღეს რამდენიმე გემი, რომლითაც პროპალესტინელი აქტივისტები ღაზის სექტორის ბლოკადის გასარღვევად მიემართებოდნენ. სპეცრაზმელებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. საქმის შესწავლის შედეგად ჰააგის სასამართლო დაადგენს, არსებობს თუ არა საფუძველი ინციდენტის სრული გამოძიებისთვის.

მშვიდობის ფლოტილია
rian.ru
tbl.ge/eli
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ირანის სტრატეგიული მარტოობა - ვინ გუშაგობს რევოლუციას და როგორ მუშაობს თეოკრატია
- ზარიფი ირანის ბირთვული პროგრამის სპეციალისტის მკვლელობაზე: ისრაელის კვალი იკვეთება
- აშშ ავღანეთსა და ერაყში განლაგებული სამხედროების რაოდენობას 2 500-ით ამცირებს
- ასადების სირია - როგორ ვითარდებოდა საუკუნის უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა
- არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელისთვის 1972 წელს დაწესებული ბოიკოტი გააუქმა