ინტერპოლი

ინტერპოლი გივი თარგამაძეზე ძებნას არ გამოაცხადებს

რუსული გამოცემა Новая Газета ინტერპოლის გენერალური მდივნის რონალდ ნობლის მიერ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოგზავნილი წერილის შინაარს ავრცელებს. წერილის მიხედვით, პარლამენტარ გივი თარგამაძეზე ინტერპოლი ძებნას არ გამოაცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ მის მიმართ აღძრული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

"ამ დროისთვის ბატონ თარგამაძეზე წითელი ცირკულარის გაცემაზე მოთხოვნა არ შემოსულა. თუმცა, ინტერპოლის იურიდიულმა სამმართველომ განიხილა გივი თარგამაძესთან დაკავშირებული შეტყობინება, რომელიც რუსეთის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურის მიერ იქნა გამოგზავნილი. განვიხილეთ რა ეს შეტყობინება, ინტერპოლის იურიდიულმა სამმართველომ დაასკვნა, რომ ის არ შეესაბამება ინტერპოლის წესებს, კერძოდ, დებულების მე-3 მუხლს. შესაბამისად, რუსეთის ეროვნული ცენტრალურ ბიუროს ვაცნობეთ, რომ გივი თარგამაძის შესახებ ინფორმაცია ამოღებული იქნება ინტერპოლის ბაზიდან და რომ მოცემულ შემთხვევაში, ინტერპოლის ხაზით ურთიერთქმედება შეუძლებელი იქნება", ნათქვამია წერილში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გივი თარგამაძეს 2012 წლის მაისში ბალოტნაიას მოედანზე არეულობის მოწყობაში სდებს ბრალს. რამდენიმე დღის წინ ლიტვამ ოფიციალურად განაცხადა დეპუტატის ექსტრადირებაზე უარი. 

კომენტარები