ინტერპოლი

ინტერპოლმა რუსი ჩინოვნიკი პრეზიდენტად არ აირჩია

ალექსანდერ პროკოპჩუკი
Reuters

ინტერპოლმა რუსი ჩინოვნიკი, რუსეთის შინაგან სამინისტრომ მაღალჩინოსანი და ინტერპოლის რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელი, ალექსანდერ პროკოპჩუკი პრეზიდენტად არ აირჩია.

ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი სამხრეთ კორეელი კიმ იონ-იანგი გახდება, რომელიც ამ დრომდე ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

პროკოპჩუკის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იტერპოლის დატოვებით იმუქრებოდნენ ლიტვა და უკრაინა.

ლიტვის პარლამენტმა 88 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც "თუ პროკოპჩუკი ინტერპოლი პრეზიდენტი გახდება, ლიტვამ, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს ორგანიზაციის დატოვება."

ლონდონში პრესკონფერენცია გამართეს რუსმა დისიდენტმა და კრემლის ოპონენტმა ყოფილმა ნავთობმაგნატმა მიხაილ ხადარკოვსკიმ და ფინანსისტმა ბილ ბროუდერმა. მათი თქმით ინტერპოლის პრეზიდენტად პროკოპჩუკის არჩევა კრემლს გაუადვილებს ორგანიზაციის მანიპულაციას და ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებას.

"ასეთი ადამიანის საერთაშორისო პოლიციის ლიდერად დანიშვნა არა მხოლოდ ინტერპოლის წევრი ყველა ქვეყნის რეპუტაციას მიაყენებს დარტყმას, არამედ, ამასთანავე იქნება საფრთხე პოლიტიკური ნიშნით დევნილი ყველა პოტენციური მსხვერპლისათვის." თქვა ხადარკოვსკიმ.

პროკოპჩუკის კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდნენ აშშ და დიდ ბრიტანეთიც.

ინტერპოლის პეზიდენტის არჩევნები დუბაიში დღეს გაიმართა. დელეგატებს მენგ ჰონვეის შემცვლელი უნდა აერჩიათ, რომელიც ჩინეთში ოქტომბერში გაუჩინრდა, მოგვიანებით კი ჩინეთის მთავრობამ თქვა, რომ ჰონვეი კორუფციის ბრალდებით​მათ დააკავეს. 

პროკოპჩუკის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ბოლო წუთს გახდა. სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც კრემლი დარწმუნდა, რომ საკმარისი ხმების მიღებას შეძლებდა. 

კომენტარები