ინტერპოლი

შსს: ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს იფორმაციით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. ის თურქეთის მოქალაქეა და ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვანაში ედება.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები