პრემიერის გამოსვლა

მანანა კობახიძე: თქვენ რომ ახსენებდით ოკუპაციას და ეთნოწმენდას, რა, დაიბრუნეთ აფხაზეთი?

 

გაუგებარია, რატომ ვერ გაიგო ოპოზიციამ ქართულ ენაზე გაკეთებული განცხადებები სწორად - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მანანა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრემიერს კოსოვოსთან პარალელები არ გაუვლია, მხოლოდ დასმულ შეკითხვას უპასუხა. "პასუხი როგორი იყო - დიახ, ოსები და აფხაზები, ეს ხალხი ჩვენი ძმები არიან და დიახაც, ვისურვებდით, რომ ეს ადამიანები, როდესაც დადგება ამის დრო, როდესაც პოლიტიკური რეალობა იქნება იმგვარი, რომ მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დელეგაციაში, დიახაც, მიიღებენ მონაწილეობას, ოღონდ მხოლოდ საქართველოს დელეგაციის ფარგლებში, როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი. არანაირ ცალკე ოთახებზე და ადგილებზე იქ საუბარი არ ყოფილა. ამის უტრირება ხდება", - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი გაბაშვილის კრიტიკას, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან მიმართებაში პრინციპულობა ვერ გამოიჩინა და დღევანდელ საპარლამენტო ასამბლეაზე ეთნოწმენდის ხსენებას და პუტინის კრიტიკას მოერიდა, მანანა კობახიძემ უპასუხა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ ტერმინოლოგიის გამოყენებას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება არ მოჰყოლია: "თქვენ რომ ახსენებდით ოკუპაციასა და ეთნოწმენდას, რა, დაიბრუნეთ აფხაზეთი?" - აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები