პრემიერის გამოსვლა

პრემიერი: ენმ უცხოეთში სასწავლებლად მათ ნაცნობ სტუდენტებს გზავნიდა

როგორი მიდგომა იყო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ. სააკაშვილი და მისი მთავრობა მათი ნაცნობი სტუდენტების გაგზავნით იყო დაკავებული [უცხოეთში სასწავლებლად]. შემდეგ ეს ბავშვები აღარ ჩამოდიოდნენ საქართველოში ან თუ ჩამოდიოდნენ, საქმდებოდნენ კერძო სექტორში, ანუ სახელმწიფო ყრიდა რეალურად მათში ინვესტირებულ თანხას. ჩვენ შევცვალეთ ეს მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ თუ ვახდენთ ინვესტირებას მომავალ თაობაში, ეს ინვესტიცია უნდა დაუბრუნდეს ქვეყანას, ვინაიდან ის ფული, რომელიც იხარჯება მათ განათლებაზე, ეს ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს ეკუთვნის ჩვენს ხალხს და მომავალ თაობას.

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შეფასებისას.

კომენტარები