პრემიერის გამოსვლა

სუბარი: ეს იყო შთამბეჭდავი მოხსენება მართლაც შთამბეჭდავ ცვლილებებზე

ეს იყო შთამბეჭდავი მოხსენება იმ მართლაც შთამბეჭდავ ცვლილებებზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში გატარდა. როგორც მთავრობის წევრმა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და როგორც უფლებადამცველმა, მე შემიძლია, თამამად დავარქვა ამ ორ წელს, რომ ეს ორი წელი იყო ადამიანზე ორიენტირებული წელი, ადამიანზე ზრუნვის, ადამიანის პატივისცემის და თავისუფლების პატივისცემის ორი წელი. და ამის ნათელი მაგალითები გვაქვს. მართლა არასდროს არ ყოფილა ასეთი გარანტირებული სიტყვის თავისუფლება, არასდროს არ ყოფილა სასამართლო ასეთი თავისუფალი, არასდროს, ვერ დაასახელებთ ქვეყანას, რომელმაც მოახერხა და ორ წელიწადში ჩაატარა ისეთი შთამბეჭდავი რეფორმა ჯანდაცვის სფეროში, რომელიც საქართველომ მოახერხა, როდესაც პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს მიეწოდება აბსოლუტურად უფასო სერვისი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი ცვლილებები. იგივე გაკეთდა დევნილების მიმართულებითაც, პრაქტიკულად, 10 000-მდე ადამიანმა მიიღო საცხოვრებელი ორი წლის განმავლობაში. ასეთი მასშტაბური მშენებლობა არ განხორციელებულა ამ წლების განმავლობაში.

ასე შეაფასა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პრემიერის ანგარიში მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ.

კომენტარები