საპრეზიდენტო არჩევნები

გიგა ბოკერია პრაიმერიზში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობას არ მიიღებს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

გი­გა ბო­კე­რია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის პრა­ი­მე­რიზ­ში კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს - ამის შე­სა­ხებ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა რუს­თა­ვი 2-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა პო­ზი­ცი­ა­ში გა­ნაც­ხა­და.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წევ­რი ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი მო­მა­ვალ­შიც, ვარ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და ასეთ პარ­ტი­ულ დის­კუ­სი­ა­ში, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ მინ­და სპე­კუ­ლი­რე­ბა. თუმ­ცა გარ­კვე­ვით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ პრო­ცე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გორც კან­დი­და­ტი, არ მი­ვი­ღებ. არა იმი­ტომ, რომ ამ პრო­ცე­სის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. უბ­რა­ლოდ რე­ა­ლის­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე", - გა­ნაც­ხა­და გი­გა ბო­კე­რი­ამ.

კით­ხვა­ზე, თუ რა შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი პა­სუ­ხობს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა არ სურს, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლაა ქვე­ყა­ნა­ში.

„შუ­ა­ლე­დურ­მა რჩევ­ნებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, რაც ბუ­ნებ­რი­ვი იყო დი­დი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ცალ­სა­ხად მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლაა. მას 20%-ის ფარ­გლებ­ში აქვს მხარ­და­ჭე­რა. ეს კმა­ყო­ფი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ­ცერ­თი პარ­ტი­ის­თვის არ შე­იძ­ლე­ბა იყოს. ეს დი­დი ვარ­დნაა და ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ, რო­გორც ყვე­ლა პარ­ტი­ამ, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა, უნ­და გა­აგ­რძე­ლოს სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის ანა­ლი­ზი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ (რო­ცა არ­ჩევ­ნე­ბის გზით პირ­ვე­ლად შე­იც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა), ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­ო­რე ტეს­ტია, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს არ უნ­და ჰქონ­დეთ ილუ­ზია, რომ და­მარ­ცხე­ბუ­ლი გაქ­რე­ბა, რად­გან მათ ის არ მოს­წონთ. ეს არ მოხ­და, რაც კარ­გია დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა გაძლიერ­დე­ბა, იმ პე­რი­ოდ­ში სა­ნამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მან­და­ტი აქვს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლა, რო­მე­ლიც გა­აგ­რძე­ლებს ოპო­ნი­რე­ბას ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მწვა­ვედ. სა­ქარ­თვე­ლო უნ­და წა­ვი­დეს ამ გზით. ამას უნ­და შე­ე­გუ­ოს დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი. აქ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ცალ­სა­ხად საქ­მე", - ამ­ბობს გი­გა ბო­კე­რია.

კომენტარები