კობა დავითაშვილი

კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი კვირის ქრონიკასთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი უკმაყოფილების მიზეზი ახალი სადაზღვევო პაკეტია. დავითაშვილს ეჭვი აქვს, რომ დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიებთან კორუფციულ გარიგებებში შევიდა.

"ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია და მოვითხოვ, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაისინჯოს. პირველადი პაკეტით, რაც დაუზღვეველისთვის მოქმედებს, მინდა ვთქვა, რომ სათანადო მომსახურებას არ უწევენ, ესეც ღიად უნდა დავაფიქსირო, უამრავი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიები თანხის გადარიცხვას აჯანჯლებენ", - აცხადებს დავითაშვილი.
კობა დავითაშვილი ინტერესდება რატომ გახდა ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიების სამინისტრო და არა პაციენტების, ექიმებისა და კლინიკების სამინისტრო.
კობა დავითაშვილი გაზეთთან ინტერვიუში სადაზღვევო კომპანიებს აფრთხილებს, რომ "ეს ფული არ შერჩებათ".

"ვეუბნები ყველა სადაზღვევო კომპანიას, რომ ეს ფული არ შერჩებათ, თუ თვლიან, რომ ამ საქმეს ერთი კაცი არ ჰყოფნის, ახლა ვაჩვენებ მაგათ როგორ ვეყოფი", - აცხადებს კობა დავითაშვილი.

კომენტარები