კობა დავითაშვილი

კობა დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველას უსმენს, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს თვითონ

Wikipedia

დღეს, 7 მაისს, პირველი რადიოს რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს და არავის უსმენს.
"არსებობს მითები იმის თაობაზე რომ ბიძინა ივანიშვილს ვიღაცა არწმუნებს ცუდ რამეებში. არასოდეს არ ვიყავი ამ მითების მომხრე და არც არავის არ ვურჩევ. ხან ხუხაშვილია ბოროტება, ხან რესპუბლიკელები. არ ვიზიარებ ამ პოზიციას პრინციპულად. მე კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, ის ყველას უსმენს, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს თვითონ. ამიტომ პასუხისმგებლობაც რაიმე გადაწყვეტილებაზე აქვს მას თვითონ და არა ხუხაშვილს, არა უსუფაშვილს, არა რესპუბლიკელებს", - განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები