კობა დავითაშვილი

კობა დავითაშვილი უკურნებელ დაავადებასთან ბრძოლისთვის ფინანსურ დახმარებას ითხოვს

პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი და პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი მედიკამენტების შესაძენად ფინანსურ დახმარებას ითხოვს.

როგორც კობა დავითაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, მისი დაავადება არ იკურნება, თუმცა მედიკამენტებით მისი სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია, რის სახსრებიც არ გააჩნია.

"საქმე ისაა, რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ რემიკეიდის ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას.

ოღონდ, ინსულინისაგან განსხვავებით, რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი ერთი გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული". - ამბობს კობა დავითაშვილი.

მისი თქმით, მარტში სრულიად უმუშევარი დარჩა, შემდეგ ერთი გადასხმა თბილისის მერიამ დაუფინანსა, მესამედი კი ვეტერანთა კავშირმა. როგორც დავითაშვილი წერს, ჯანდაცვის სამინისტრომ მისი დახმარება ვერ შეძლო.

"ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს". - წერს ყოფილი დეპუტატი.

კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის წევრია. 2013 წელს ის გახდა ქართული ოცნების პირველი დეპუტატი, რომელმაც არჩევნებში იყარა კენჭი და ხმათა 0.6% მიიღო.

კომენტარები