კობა დავითაშვილი

კობა დავითაშვილი: პარლამენტს შემოსავლის გამო ვერ დავტოვებ

კობა დავითაშვილის განცხადებით, ის მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ რჩება პარლამენტში. დავითაშვილის თქმით, სამწუხაროდ, პარლამენტს ვერ დატოვებს, რადგან მისი ხელფასი, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, კობა დავითაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 0.6% მიიღო.

"შედეგი დადგა, ეს შედეგი ძალიან ცხადია. გასამართლებელი საფუძველი ამ შედეგს არ აქვს. ამიტომ მე ვტოვებ პარტიულ პოლიტიკას. გემშვიდობებით. ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებ კენჭისყრაში მონაწილეობას არცერთ არჩევნებში, ასევე რაიმე სახის პოლიტიკურ გადაცემებში ან ინტერვიუებში მონაწილეობას.
რაც შეეხება პარლამენტის წევრობას, აბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა ისიც დამეტოვებინა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ჩემი დეპუტატის ხელფასი, ჩემი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს. ამიტომ მას ვერ დავტოვებ, სამწუხაროდ", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კომენტარები