კვლევა

ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ

განათლების ეროვნულმა ცენტრმა, საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ 2011 წელს განხორციელებული კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით, საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ.

პრეზენტაციას განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილიც ესწრებოდნენ.

საქართვლოში კვლევის ფარგლებში, 174 სკოლის 4800-მდე მოსწავლე შეფასდა. მსოფლიოს 45 ქვეყანას შორის, ქართველი ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი 488-ია, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო შკალირებულ მაჩვენებლებს.

კვლევის რეიტინგში, პირველ ადგილზეა ჰონჰკონგი 571 ქულით, შემდეგ კი რუსეთი - 568, ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ფინეთსაც.

IEA-ის კვლევა საქართველოში პირველად 2006 წელს განხორციელდა. 2006 წელთან შედარებით, ქართველი მოსწავლეების შედეგები, 17 ქულით გაუმჯობესდა.

კომენტარები