საგამოძიებო კომისია

კბილაშვილი: შევისწავლით ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულებს

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შესასწავლად საგამოძიებო კომისია პროკურატურაში შეიქმნება.

"ნამდვილად მოგვიწევს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს. ვსაუბრობ, როგორც პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. ჩვენი ამოცანაა, სამართლებრივ ასპექტში შევისწავლოთ, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულებს. სხვა ტიპის შესწავლა, მაგალითად პარლამენტი რას აკეთებს ან გააკეთებს, ეს პოლიტიკოსთა უფლებაა და ჩვენ მას არ შევეხებით, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შევქმნით საგამოძიებო კომისიას და შევისწავლით სამართლებრივ საკითხებს", - განაცხადა კბილაშვილმა.

ჯგუფის შექმნის შემდეგ, კბილაშვილის თქმით, გადაწყდება ვინ დაიკითხოს და ვინ არა. მისი თქმით, წინასწარ დაანონსება, რომ ესა თუ ის თანამდებობის პირი დაიკითხება, არასწორი იქნება, "თუმცა საქმის გამოძიებისას არ იარსებებს არცერთი თანამდებობის პირი, რომლის დაკითხვაც საჭიროა და არ დაიკითხება. ყველა, ვისაც შემხებლობა ექნება, დაიკითხება კომისიის ფარგლებში", - განაცხადა კბილაშვილმა.

 

კომენტარები