საგამოძიებო კომისია

სააკაშვილი: ახლა დროებით საგამოძიებო კომისიას უკვე აქვს აზრი

რუსთავი 2

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს განვიტარებული მოვლენების ფონზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას უკვე აზრი აქვს. ამის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა. სააკაშვილის თქმით კომისიის ფარგლებში უნდა დაიკითხოს უკვე ყოფილი მინიტრები და ყოფილი  მთავარი პროკურორი. 

"ივანიშვილის ხელისუფლება არის ჩამოშლის პირას, ივანიშვილი როგორც პითონი იცვლის კანს, მაგრამ კანი აქვს ძალიან თხელი, ძალიან ადვილია უკვე მასთან მისვლა და ივანიშვილი არის ახლა  უფრო სუსტი ვიდრე არასდროს და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან სუსტები. უნდა ვთქვა, რომ ახლა როგორც არასდროს არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის მთელი ძალების ერთიანობა, ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკაში. ახლა, როდესაც ივანიშვილი იძულებული გახდა შარდისთვის გაეყოლებინა ეს პრემიერმინისტრი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ყველაფერი მოხდა ძალიან დიდი უბედურების, დიდი დამცირების ფონზე, რაც ჩვენ ვიხილეთ ვიდეო კადრებში, აი ამის ფონზე ახლა საგამოძიებო კომისიას უკვე აქვს აზრი, ამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა დაიბაროს ყოფილი პრემიერი, იმედია ყოფილი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, იმიტომ რომ ისინი არიან დანაშაულის უშუალო მონაწილეები, ყოფილი პროკურორი და მიაღწიოს ამ ხალხის შავბნელი ქმედებების ბოლომდე გამოძიებას და მათი კავშირის დადგენას ივანიშვილთან, იმიტომ, რომ ის რაც მოხდა იგივე მარნეულში, ამის პირდაპირ ავან-ჩავანი არის ივანიშვილი." - ამბობს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია ევროპული საქართველოს ინიციატივა იყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს და ამიტომ მათი არცერთი წევრი კომისიაში არ არის. უმრავლესობა ევროპულ საქართველოს აქვს, პარტიორთა ალისნსის ერთმა წევრმა, ადა მარშანიამ კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა. 

კომენტარები