სტიქია

ძლიერი სეტყვა კახეთში

კახეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სეტყვამ სოფლები რუისპირი, წინანდალი, კისისხევი და კონდოლი დააზარალა. სეტყვა და ქარი 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ სოფლებში სეტყვის საფარი ზოგან 7-8 სანტიმეტრს აღწევს. როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ძლიერი სეტყვის შედეგად ყველაზე მეტი ზიანი ხეხილს, კერძოდ, ატმის ბაღებს მიადგა: სტიქიამ ახლად აყვავებულ ატმის ხეებს ყვავილი და კვირტები დააცალა, რის გამოც, ხეები შეიძლება გახმეს. თელავის რაიონის გამგეობაში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია შეიქმნა.

კომენტარები