არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით

არასამთვრობო ორგანიზაციებმა ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას  გაავრცელეს.   განცხადებაში ნათქვამია, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან  ”ადგილი  აქვს დანაშაულის დაფარვისა და გამოძიების არასრულყოფილად წარმართვის მცდელობას”.

განცხადების მიხედვით ”განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ინციდენტის სავარაუდო ამსახველი ვიდეომასალის განადგურების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან მტკიცებულებად ქცეულიყო გამოძიების წარმოებისას.”  ორგანიზაციების თქმით ”შსს-ს მიერ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები, რომლებშიც აქცენტები მხოლოდ საიას თანამშრომლის ბრალეულობაზე კეთდება, გამოხატავს სამინისტროს ცალმხრივ პოზიციას. შსს-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ გასაჯაროებული ვიდეოფირით არ დასტურდება საიას თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას ჰგავს"

არასამთავრობო ორგანიზაციები  შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ   ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიოს აღნიშნული ფაქტი და აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს  უფროს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება.

განცხადებას ხელს აწერენ:

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, 

”ღია საზოგადოება – საქართველო”,

 ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, 

”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”,

 ”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”,

”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”,

 ”საქართველოს პრესის ასოციაცია”,

”სამოქალაქო განვითარების სააგენტო”,

”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”,

”მწვანე ალტერნატივა”.

 

 

კომენტარები