საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ, კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა და უმრავლესობა ორ კვირაში ერხელ შეხვდებიან ერთმანეთს. ”ვისაუბრეთ კოორდინაციის აუცილებლობაზე უმრავლესობასა და მთავრობას შორის. შევთანხმდით, რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ პალამენტის და მთავრობის წევრები შეხვდებიან ერთმანეთს, ერთად გავივლით ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” - აღნიშნა დავითაშვილმა.
კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემაც, მისი თქმით მსგავსი სახის არაფორმალური, თუ არაოფიციალური შეხვედრები უფრო პროდუქტიული იქნება. ”ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, რაც უნდა იყოს კოორდინირებული, შეთანხმებული და ვფიქრობ, რაც უფრო ხშირად იქნება ასეთი ტიპის შეხვედრები, ფაქტობრივად არაფორმალური, თუ არაოფიციალური, როგორ დავარქვათ, იქნება უფრო პროდუქტიული” -განაცხადა კობახიძემ.





