რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ქართული ალკოჰოლური სასმელის 40-ზე მეტი სახეობა რუსულ ბაზარზე დაბრუნდება

რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, ქართული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს რუსულ ბაზარზე "მწვანე შუქს" ქვეყნის სანიტარული სამსახური კვირის ბოლოს აუნთებს.
როგორც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რუსულ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტირების სურვილი 80-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ გამოთქვა .

რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშენკოს თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის სახელმწიფო რეესტრში 40 სახეობის პროდუქტი შევა და მწარმოებლებს ექსპორტის საშუალება მიეცემათ, პირველ აპრილს კი საქართველოს  როსპოტრებნადზორის დელეგაცია ეწვევა, რათა მომდევნო ერთი კვირა დარჩენილი საწარმოები შეამოწმონ.
"ქიმიური ანალიზები და ლაბორატორიული კვლევები, პრაქტიკულად, დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის დოკუმენტაციის გაფორმება", - აცხადებს ონიშენკო.
 

კომენტარები