ფოთი

ფოთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ეკა ბესელიას ექომაგებიან

ფოთში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. საზოგადოება "ფოთის ხმა", "ფაზისის" საერო აკადემია, ნავსადგურის დამოუკიდებელი პროფკავშირები, ქალაქის სამედიცინო საზოგადოება და ფოთის დევნილთა კომიტეტი პასუხობენ ჟურნალისტის ელისო ჯანაშიას მიერ, 14 მარტს, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს
ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ქართული მედიის ნაწილში არსებულ "არასასურველი ტენდენციებზე" და იმაზე, რომ  ჟურნალისტების ნაწილი კვლავ ყოფილი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. 
არასამთავრობოების ცნობით, ელისო ჯანაშიამ ეკა ბესელიას საქმიანობა ისე წარმოაჩინა,თითქოს ის უხეშად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და აცხადებს, რომ ფოთი მას "ჩააბარეს".
"არადა, ფოთელები ასე ნამდვილად არ ფიქრობენ. ამას მოწმობს ქალაქის საზოგადების 2013 წლის 16 მარტის შეკრება, რომლის მონაწილეებმა პროტესტი გამოთქვეს ჟურნალისტის არასწორი და არასამართლიანი განცხადების გამო", - ნათქვამია პრემიერისადმი გაგზავნილ მიმართვაში. 
არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ბესელია სისტემატურად მართავს შეხვედრებს ფოთის მოსახლეობასთან, რათა დაეხმაროს ადამიანებს. 
"ფოთს თვითმმართველობა ბოლო წლებში ნამდვილად არ ჰქონია, საკრებულოს წევრები და მერიც ინიშნოდნენ ე.წ. გუბერნიიდან. თითქმის არცერთ პასუხსაგებ თანამდებობაზე ფოთელი არ ყოფილა, ყველა ფინანსური ბერკეტი ერთი კლანის ხელში იყო. ე.წ. თვითმმართველობის წევრები, რომელთა უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობიდან არიან, ამას დუმილით ხვდებოდნენ",- წერია განცახდებაში
აქვე აღნიშნულია, რომ ფოთში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ბესელიას ინიციატივით ბოლო ათი დღის განმავლობაში  სამი მინისტრი ეწვია ქალაქს და ბევრი  საკიტხი ფოთისთვის დადებითად გადაწყდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, არასამთაროების ცნობით, შეიჩნევა "საბოტაჟის ნიშნები".
მიმართვის ავტორი ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ ქალაქის პრობლემებზე  სასაუბროდ პრემიერს შეხვდნენ. 

კომენტარები