საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის საპატრიარქო რეზიდენციაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მიიღო. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პატრიარქმა კმაყოფილება გამოთქვა ქართული ღვინისა და წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნების გამო და აღნიშნა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს რთული ურთიერთობების დარეგულირებაში თავის წვლილს შეიტანს.
შეხვედრის შემდეგ, რუსეთის სანიტარული სამსახურის თანამშრომლები კახეთში გაემგზავრნენ.





