ქალთა უფლებები

რუსთაველზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პერფორმანსი გაიმართა

პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ პერფორმანსი გაიმართა. პერფორმანსი ქალთა ფონდის პროექტის "Women`s Right - Art in action!" ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ფონდი ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ქალთა საკითხებისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა.

პერფორმანსი, ავტორების ჩანაფიქრით, ძალადობის მსხვერპლი ქალის ცხოვრების გზას ასახავს. მისი მიზანი იყო, მაყურებლისთვის ეჩვენებინა, თუ რა სახისა და ტიპის ძალადობის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს ქალი ცხოვრების მანძილზე და ამ ძალადობრივი გზის გავლის შემდეგ, როგორ შეიძლება მოახერხოს და იპოვოს საკუთარ თავში ძალა, შეეწინააღმდეგოს მოძალადეს - გაწყვიტოს ჯაჭვი.

ავტორების განცხადებით, პერფორმანსის იდეაა მაყურებელს შეუქმნას წარმოდგენა, როგორ დაძლიოს ადამიანმა შიში და როგორ შეძლოს წინ აღუდგეს ძალადობას.

 

კომენტარები