ვატიკანი

პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე თვის ბოლოს გადადგება

პაპი ბენედიქტე მეთქვსმეტე თვის ბოლოს წმინდა პეტრეს საყდრიდან გადადგება. პლანეტის მილიარდზე მეტი კათოლიკეს მწყემსი, როგორც მისმა პრესმდივანმა განაცხადა, ენერგიის ნაკლებობის გამო, რაც ხელს უშლის მუშაობაში, დატოვებს საეკლესიო პირამიდის მწვერვალს. 

პონტიფექსმა ამის შესახებ ვატიკანის ლათინური კონსისტორიის სხდომაზე განაცხადა. 28 თებერვალს პაპის გადადგომის შემდეგ, კარდინალთა კოლეგიას მოუწევს, ამ ათასწლეულში პაპის ასარჩევად მეორედ შეიკრიბოს. ეს ნიშნავს, რომ აღდგომას, კათოლიკე ეკლესია ახალი მეთაურით შეხვდება.

უკანასკნელად პეტრეს მემკვიდრემ ასეთი გადაწყვეტილება 500 წლის წინ მიიღო. მაშინ, 1415 წელს, პაპი გრეგორი მეთორმეტე გადადგა.

 

კომენტარები