
როგორ დაიწყო თქვენი კარიერა კინოცენტრის დირექტორის პოსტზე?
კინოცენტრი 2001 წელს შეიქმნა, მე მაშინ იმედის ჰოლდინგში ვმუშაობდი, კინოცენტრის ხელმძღვანელი კი ზაზა ურუშაძე იყო, რომელთანაც ვთანამშრომლობდით და ვიცოდით, რა უნდა გაკეთებულიყო კინოცენტრიდან – ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი სახელმწიფო სააგენტო, რომელიც დაეხმარებოდა ადგილობრივ კინოწარმოებას, რადგან საქართველოში, ისევე როგორც ევროპის დიდ ნაწილში, საავტორო კინოს სუბსიდირების გარეშე გადაღება ეკონომიკურად ურთულესია. თავიდან კინოცენტრის საქმიანობაში კონსულტანტად ვიყავი ჩართული. იმ წლებში დაარსდა სამხრეთკავკასიელ კინემატოგრაფისტთა ასოციაცია იფასკი, რომლის ხელმძღვანელიც კოტე ჩლაიძე იყო, მე კი აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს ვასრულებდი. იფასკის მთავარი მიზანი გახლდათ ტრენინგების ჩატარება, თუ როგორ ხდება ევროპული კინოს განვითარება. იმ დროს საქართველოში პროდიუსერი ასოცირდებოდა ადამიანთან, რომელსაც სალაროდან ფული გამოაქვს და სადღაც გადაღებაზე ხარჯავს. ტრენინგის მიზანი იყო დაინტერესებულ პირებს გაეგოთ, რომ პროდიუსერის როლი გაცილებით დიდია – ის არის ადამიანი, რომელიც ფინანსურ რისკებს წერს, ფილმის მარკეტინგზე მუშაობს და ა.შ. 2008-10 წლებში ვიყავი ლონდონში, სადაც საპროდიუსერო მიმართულებით ვსწავლობდი და ხარისხი მივიღე. იქვე ვმუშაობდი საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც კულტურის მენეჯმენტის თემას კურირებდა. ამის შემდეგ, კინოცენტრის თხოვნით, ორჯერ წავედი კინოს დიდ ბაზრობებზე, რათა სხვადასხვა მოლაპარაკებებში მივხმარებოდი. 2010 წელს იქ გავიცანი მაშინდელი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, გვქონდა საუბარი კინოს თემაზე, რის შემდეგაც კულტურის სამინისტრომ და კინოცენტრმა სტრატეგიაზე მუშაობა შემომთავაზა – მთავარი პრობლემები ქართულ კინოში და მათი გადაჭრის გზები. კოპროდუქცია, განათლება, საგადასახადო თემა – სწორედ ამ თემებს აერთიანებს სტრატეგია, რომელიც 2010 წელს შეიქმნა და რომლის ერთ-ერთი ავტორი მე ვარ. ჩემს აქტიურ თანამშრომლობას მოჰყვა შემოთავაზება, რომ ლონდონიდან თბილისში დავბრუნებულიყავი და კინოცენტრის დირექტორის პოსტი დამეკავებინა. 2010 წლის თებერვალში კინოცენტრის დირექტორი გავხდი და 2013 წლის თებერვლის ბოლომდე ამ პოსტზე ვიქნები.
კინოცენტრის დირექტორობის ვადის გასვლის შემდეგ აპირებთ თუ არა პოსტის შენარჩუნებას?

რას შესთავაზებთ კულტურის მინისტრს მომავალ შეხვედრაზე?
ვეტყვი, რომ აუცილებელია დაფინანსების ზრდა და ამაზე მუშაობა, აუცილებელია კინოგაქირავების ბაზრის შექმნა და ის, რომ კინოს სექტორის სპიკერი იყოს მთავრობაში. ავუხსნი, რომ აუცილებელია კინოსა და თეატრის განათლების სერიოზული რეფორმა, რადგან თუ ძირეული განათლება არ გაძლიერდა, რაც არ უნდა ტრენინგები ვატაროთ, ამ სფეროს განვითარება ძნელი იქნება. კინოცენტრმა დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს, როგორც ადრე იყო. უარი უნდა ვთქვათ ისეთ საშიშ მესიჯებზე, როგორიც გიორგი შენგელაიამ გააჟღერა – ქართულ კინოში ცენზორის ინსტიტუტი უნდა დაბრუნდესო. უარი არ უნდა ვთქვათ უცხოურ სუბსიდიებზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავბრუნდეთ იქ, საიდანაც გამოსვლა არა მარტო კინოს, ქვეყანასაც ძალიან ძვირი დაუჯდა და ახლაც ამ პროცესშია. ამიტომ, თუ მიდგომა იქნება რეალისტური და პროგრესული, მე სიამოვნებით ვითანამშრომლებ კულტურის ახალ მინისტრთან. მე ჩემი პოლიტიკური შეხედულებები სამსახურში არასოდეს მიმაქვს, არ მესმის და ვაკრიტიკებ ხალხს, რომლებიც შემოქმედებით სფეროში პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

მრგვალ მაგიდაზე არ იყო განსაზღვრული შეხვედრის მიზანი. ნაწილს ჰქონდა პათოსი, რომ ქართული კინო დაღუპულია, დასამარებულია და ბოლო ათი წლის მანძილზე ყველა მოწადინებული იყო, რომ ქართული კინო გამქრალიყო. ისმოდა ბრალდებები, რომ ეროვნული კინოცენტრი დარბის უცხოეთში, იქიდან ფული შემოაქვს ქართულ კინოში და ეხმარება ქართველ პროდიუსერებს. დისკუსია პოლიტიზებული იყო, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები კინოცენტრს უკავშირებდნენ რურუას, სააკაშვილის სახელს. ისევე, როგორც მე, ბევრ ახალგაზრდა რეჟისორს თუ კინოში ჩართულ ადამიანს (ზაზა რუსაძეს, რუსუდან ჭყონიას და ა.შ.) აბრალებდნენ ყოფილ ხელისუფლებასთან „ზედმეტად მეგობრობას”. არადა, კინოცენტრმა დააფინანსა ისეთი პროექტები, როგორიცაა „ბახმარო”, „ინგლისურის მასწავლებელი” – დოკუმენტური ნამუშევრები აშკარად ოპოზიციური განწყობით. მე ნამდვილად ვერ მივიღებ შენიშვნად, რომ თურმე ცუდია, როცა ევრიმაჟის დირექტორი ან უცხოელი პროდიუსერები კომპლიმენტს გვიკეთებენ იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურა ასე ეხმარება კერძო პირებს და ვერც იმას დავეთანხმები, რომ ეს შეიძლება ეროვნულობის მოკვლად ჩაითვალოს.
როგორ ანაწილებს კინოცენტრი სახელმწიფო დაფინანსებას?
ეს კლასიკური ევროპული სუბსიდირების სისტემაა. წლის დასაწყისში ცხადდება კონკურსი როგორც მოკლემეტრაჟიანი, ასევე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების დასაფინანსებლად. განაცხადის მიღებას აქვს თავისი ვადა, სადღაც 90 დღე. წარმოდგენილი უნდა იყოს ჩვეულებრივი საპროდიუსერო პაკეტი სცენარის ჩათვლით. ასე ხდება ყველა ევროპულ ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც განცხადებების მიღება წყდება, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი უკავშირდება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ქმნიან კომისიას. რა თქმა უნდა, კომისიაში ის ადამიანი ვერ მოხვდება, ვისი ფილმიც კონკურსში მონაწილეობს, ეს ყველაფერი დარეგულირებულია კანონით კინემატოგრაფიის მხარდაჭერის შესახებ. საკონკურსო კომისიის წევრების რაოდენობა 3-დან 16 კაცამდე შეიძლება მერყეობდეს. მე მაქვს 150-კაციანი სია, ეს ადამიანები 
რა არის ქართული კინოს მთავარი პრობლემა?
კინოგანათლება, დრამატურგია, საპროდიუსერო ხედვა – ეს საქმე მეტ-ნაკლებად დაიძრა, გაჩნდა რაღაც კომპანიები, მაგრამ ეს ჯერ პირველი ნაბიჯებია. ასევე კინოგაქირავება, ადგილობრივი დისტრიბუციის თემა. ნებისმიერი პროფესიონალის პირველი კითხვა არის ის, თუ რამხელაა საქართველოს გასაღების არეალი. რა თქმა უნდა, დიდ თანხას არავინ ელოდება, თუმცა როდესაც საქართველოში მხოლოდ ოთხი კინოთეატრია, ეს უკვე პრობლემაა. აუცილებელია მეტი კინოთეატრი, რაც თავისთავად მეტ სხვადასხვა ფილმს ნიშნავს. მესმის კინოთეატრების, როდესაც მხოლოდ კომერციული ფილმები ჩამოაქვთ, რადგან ისინი მთელ მსოფლიოში უფრო იყიდება, თუმცა აუცილებელია, ქართველმა მაყურებელმა სხვადასხვა საფესტივალო ფილმებიც ნახოს. მომხრე ვარ, რაც შეიძლება მეტი ინსტიტუცია და სამინისტრო ჩაერთოს კინოცენტრთან თანამშრომლობაში. კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ა.შ. კინოთეატრების წახალისებას კინოცენტრი ვერ მოერევა, ამას პოლიტიკური ნება, რაიონებშიჩასვლა, იქ სუბსიდირება სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ფილმები საქართველოს კინოთეატრებში წარმატებით მუშაობენ. ორი წლის წინ ჩავატარეთ კვლევა, სადაც მოულოდნელი შედეგი მივიღეთ – ქართველ მაყურებელს კინოთეატრში ამერიკული ბლოკბასტერის ნახვას ეროვნული პროდუქტის ხილვა ურჩევნია. ეს გასაკვირია იმიტომ, რომ თითქმის მთელ მსოფლიოში ჰოლივუდის პროდუქტი ბევრად უფრო მოთხოვნადია. „გაღმა ნაპირი”, ყარაბაღის ტრილოგია და კიდევ არაერთი ფილმი ნამდვილი ჰიტი გახდა.
რა გავლენა იქონია უცხოურმა პროექტებმა – ევრიმაჟში გაწევრიანებამ, ბოშის პროექტში ჩართვამ ქართულ კინოზე?
ევრიმაჟის გავლენას ძალიან დადებითად შევაფასებდი. 2012 წელს 4 ქართული პროექტი იყო კონკურსში წარდგენილი და აქედან სამმა დაფინანსება მოიპოვა. ეს ძალიან კარგი შედეგია. იგივე თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, პირველ სამ წელს არცერთი 
კინოცენტრი უკვე წელიწად-ნახევარია უშვებს ჟურნალს Filmprint. რა გავლენა და მნიშვნელობა აქვს ამ ჟურნალს?
Filmprint მინიმალური ხარჯებით კეთდება. ჩვენი მთავარი მიზანია, ხალხმა ქართულ კინოზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს და ეს ინფორმაცია იყოს ქართველი კინოკრიტიკოსებისა და სტუდენტების მიერ მიწოდებული. სხვადასხვა ნომერს სხვადასხვა რედაქტორი ჰყავს და მათ სრული სარედაქციო თავისუფლება აქვთ, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ რედაქტორს კრიტიკული სტატია დაუბლოკავს და შემდეგ უთქვამს, კინოცენტრიდან მივიღე მოთხოვნაო, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუეა. Filmprint არსებობს იმისთვის, რომ კარგიც და ცუდიც დაიწეროს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინგლისური გამოცემა, რომლითაც უცხოელი პარტნიორები თუ კინოთი დაინტერესებული ადამიანები იმ ინფორმაციას იღებენ, რომლის ნახვაც სხვაგან შეუძლებელია.
კინოცენტრის ბოლო მიღწევებზე რომ გვითხრათ რამე. როგორც ცნობილი გახდა, ბენ ჰოპკინსი თავის ახალ ფილმს საქართველოში გადაიღებს...
„ეპიკი” – ეს არის პირველი ბრიტანულ-ქართული ოფიციალური კოპროდუქცია. მასში მინიმალური წილი რუსეთსა და გერმანიასაც 





