თბილისის საქალაქო სასამართლო

მელორ ვაჩნაძეს 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისი საქალაქო სასამართლომ მელორ ვაჩნაძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. ადმინისტრაციული გადაცდომის ბრალდებით სამართალდამცავებმა ვაჩნაძე 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ძალადობის ფაქტის გამო დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს მიხეილ მესხიც, რომელსაც ასევე 100- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა სასამართლომ. მიხეილ მესხმაც სასამართლო უკვე დატოვა.
სასამართლოში დაკავებულების პროცესი 2 საათზე მეტი გაგრძელდა.  ბრალდების მხარე ცდილობდა სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ ვაჩნაძემ და მესხმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და აღნიშნულის გამო მოითხოვეს დაკავებულებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის სახით 15-დღიანი პატიმრობის შეფარდება. 
სულ დაიკითხა რვა მოწმე. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ ვაჩნაძე და მესხი სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს წესრიგის დამყარებაში ეხმარებოდნენ. 

კომენტარები