კალათბურთი

ლეიკერსს სელტიკსთან კობის 27-მა ქულამ ვერ უშველა

ბოსტონ სელტიკსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს შორის შეხვედრაში, პოლ პირსმა 24 ქულა დააგროვა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მონაგარს პირსმა 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაც დაუმატა.

ლეიკერსის რიგებში კობი ბრაიანტი გამოირჩეოდა, შავი მამბას ანგარიშზე 27 ქულაა.

ტრავმით მოთამაშე დუაიტ ჰოვარდმა კი სულ რაღაც 9 ქულა ჩააგდო.

სტუმართათვის სამწუხაროდ, კობის აქტიურობა დადებითი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩის მესამე ტაიმში პირსის მიერ ჩაგდებული 12 ქულა, შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, NBA-ს 17-გზის გამარჯვებულმა სელტიკსმა 16-გზის გამარჯვებულ ლეიკერსზე, 116-ით 95 იმარჯვა.

 

კომენტარები