რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ზურაბ აბაშიძე: რუსი ექსპერტების მოსაზრებები კრემლის პოზიციად არ უნდა იყოს აღქმული

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მიმდინარე შეხვედრაზე,  რომელზეც რუსი ექსპერტებისა და ჟურნალისტების მიერ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე მომზადებული ანგარიში განიხილეს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.  აბაშიძის თქმით, ეს საჭირო პროცესია, რომელიც საქართველოში წლების მანძილზე გრძელდება.  მისი თქმით, ცალკეული რუსი ექსპერტები მოსაზრებები კრემლის პოზიციად არ უნდა იყოს აღქმული. 

"ეს არის ცალკეული ექსპერტებისა და სპეციალისტების პოზიცია და არა კრემლის აზრი. ჩვენ არ უნდა მივიღოთ, რომ ორი ადამიანის დაწერილი დასკვნა არის დოკუმენტი, რომელზეც უნდა ავაგოთ მთელი ჩვენი ცხოვრება და ქართულ-რუსული ურთიერთობები. დასკვნაში არის საინტერესო ელემენტები. ექსპერტებმა უნდა განიხილონ, რა არის მისაღები და რა - არა. ექსპერტების დიალოგი საჭირო პროცესია და პირველად არ ხდება საქართველოში. ეს უნდა გაგრძელდეს. რუსეთ-საქართველოს შორის შეიქმნა პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატი, ოფიციალურ წარმომადგენლები ვხვდებით ერთმანეთს და ამ პროცესში თუ ექსპერტებიც ჩაერთვებიან და წინადადებებს მოგვაწოდებენ, ეს ძალიან კარგი იქნება", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. 

რუ­სი ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, აფ­ხა­ზე­თი­სა და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის დე-ფაქ­ტო მთავ­რო­ბე­ბის პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტე­ბად აღი­ა­რე­ბას სთა­ვა­ზობს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბულ დას­კვნა­შია ნათ­ქვა­მი.

კომენტარები