რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რუსეთის საგარეო უწყება: ევდოკიმოვის განცხადება ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს

საქართველოს დსთ-ში დაბრუნების თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ ევდოკიმოვის 29 იანვრის განცხადება „ამ ნაწილში ჟურნალისტებმა აშკარად არასწორად გაიგეს“, - ამის შესახებ ტაბულას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს. საგარეო უწყების თქმით, თბილისთან კონტაქტების დღის წესრიგში საქართველოს დსთ-ში დაბრუნების საკითხი არ დგას.

რუსეთის საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ოფიციალური მოსკოვი აპირებს გააგრძელოს დეკემბერში დაწყებული კარასინ-აბაშიძის შეხვედრების ფორმატი და იმედს გამოთქვამს, რომ „ეს დადებით ძვრებს მოიტანს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია“.

 

კომენტარები