რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

RTVi: საქართველოს დსთ-ში დაბრუნების თემაზე ბრიფინგი მოსკოვში კვირის ბოლოს იგეგმება

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დსთ-ში დაბრუნებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას კვირის ბოლოს გააკეთებს" , - ამ  ინფორმაციას ტელეკომპანია RTVi ავრცელებს. 
 სიუჟეტში, რომელიც არხმა ამ თემაზე მოამზადა, ნათქვამია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება დსთ-ს თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ ადასტურებს. 
"თუმცა, მოსკოვში დეტალებზე სასაუბროდ მზად არიან. ტელეკომპანია RTVi-ს სმოლენსკის მოედანზე შეატყობინეს, რომ კვირის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია ოფიციალური ბრიფინგი. ბრიფინგის მთავარი თემა იქნება მოლაპარაკებები საქართველოსთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით", - აცხადებს ტელეკომპანიის ჟურნალისტი სიუჟეტში. 

შეგახსენებთ, რომ  რუ­სუ­ლი მე­დიის ინფორმაციით  რუ­სე­თის სა­გა­რეო უწ­ყე­ბის დსთ-ის ქვეყ­ნე­ბის პირ­ვე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა მი­ხა­ილ ევ­დო­კი­მოვ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან დსთ-ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ტაქ­ტე­ბი უკ­ვე დაწ­ყე­ბუ­ლია. ამ განცხადების თაობაზე, ტაბულა პრემიერმინისტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც  გან­გვიც­ხა­დეს, რომ ამ სა­კით­ხზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თე­ბენ და არ იცი­ან, არის თუ არა პრე­მი­ე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით საქ­მის კურ­სში ამ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­გა­გე­ბი­ნებთ, თუ მას ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბებ­სა თუ ჭო­რებ­ზე, ჭო­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს", - აც­ხა­დე­ბენ პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

 

 

 

კომენტარები