თბილისის საქალაქო სასამართლო

ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მოსამართლე ზვიად ესებუას გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე ყოფილ თავდაცვის მინისტრს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 15 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. 

სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ ოქრუაშვილი საქართველოში საკუთარი ნებით დაბრუნდა და აღარ დაემალება მართლმსაჯულებას. ასევე, მოწმეების ძირითადი ნაწილის დაკითხვიდან გამომდინარე, გავლენას ვეღარ მოახდენს მოწმეებზე. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი მოეხსნა შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის საქმეზე.

კომენტარები