"რუსეთსა და საქართველოს შორის სადავო საკითხების გადაჭრას დიდი დრო დასჭირდება, ხოლო ორ ქვეყანას შორის კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის დღეს ყველა შესაძლებლობა არსებობს", - საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში მიხაილ შვიდკოიმ. მისი თქმით, მას კარგად ესმის ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული პრობლემეტიკა.
"ვისაც ჩვენს თანამედროვე ისტორიაში მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია მეორის როლი კარგად ესმის და გათავისებული აქვს, მისთვის უწმინდესის იუბილესადმი მიძღვნილ ღინისძიებებში მონაწილეობა და თბილისში ყოფნა, დიდი პატივის გარდა, დიდი განცდების დღეებია", - აცხადებს შვიდკოი.
ამასთან, მისი ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება 24 იანვარს, მოსკოვის მუსიკის სახლში გაიმართება, სადაც ილია მეორის მიერ შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ.





