ჟერარ დეპარდიე

ვლადიმირ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსული პასპორტი გადასცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს რუსული პასპორტი გადასცა. პრეზიდენტისა და მსახიობის შეხვედრა სოჭში გაიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს, პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. 

"შედგა მცირეხნიანი შეხვედრა. მსახიობი რუსეთში კერძო ვიზიტით იმყოფება და მას რუსეთის პასპორტი გადაეცა", - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინმა დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა სამი დღის წინ მიანიჭა. ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის საგადასახადო რეფორმების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ფრანგული პასპორტის ჩაბარება გადაწყვიტა.

კომენტარები