თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მამუკა ახვლედიანს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღეს 14:00 საათზე განმეორებით დაკითხავენ.
მამუკა ახვლედიანი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე გუშინ უკვე იმყოფებოდა. ის რიყის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება.
შეგახსენებთ, საკითხთან დაკავშირებით მოწმის სახით უკვე დაიკითხნენ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის იმჟამინდელი წევრები და მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები.