რიყის ტერიტორია

საგამოძიებო სამსახურში ნიკა გილაურის დაკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნიკა გილაურის დაკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ყოფილი პრემიერმინისტრი დაკითხვაზე 12:00 საათიდან იმყოფება და რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით იკითხება. როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში ნიკა გილაური ფინანსთა მინისტრი იყო.

ამავე თემაზე საგამოძიებო სამსახურში იკითხება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არისი ბოჭოიძე. 

შეგახსენებთ, რი­ყის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექტთან დაკავშირებით უკ­ვე და­ი­კით­ხნენ მე­რი­ის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. დე­პუ­ტა­ტი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, რო­მე­ლიც იმა­ვე სა­კით­ხზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში და­ი­ბა­რეს, და­კით­ხვა­ზე ჯერ არ გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლა.

კომენტარები