ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ნიკა გილაურმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე დატოვა. როგორც ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებაში ''მისი დაკითხვა კი არ მომხდარა, არამედ მას გაესაუბრნენ''.
"ეს არ იყო დაკითხვა, არამედ გამესაუბრნენ რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ამ თემაზე არაფერი ვიცი", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
ყოფილი პრემიერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თითქმის 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ამავე თემაზე საგამოძიებო სამსახურში იკითხება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არისი ბოჭოიძე.
შეგახსენებთ, რიყის განვითარების პროექტთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები. დეპუტატი დავით საყვარელიძე, რომელიც იმავე საკითხზე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს, დაკითხვაზე ჯერ არ გამოცხადებულა.