რიყის ტერიტორია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, ახვლედიანი რიყის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება. 
როგორც მამუკა ახვლედიანმა დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თემასთან დაკავშირებით ''სამწუხაროდ, პრემიერმინისტრის ინტერესები იკვეთება''.
''მე დაკითხვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ვფიქრობ დაგვიანებულია. ჩემი დაკითხვა ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე სხვა პირების დაკითხვა. მე მიმაჩნია, რომ ეს მაინც არის პოლიტიკური დაკვეთა. სამწუხაროდ, იკვეთება დღევანდელი პრემიერმინისტრის პირადი ინტერესები ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, საკითხთან დაკავშირებით მოწმის სახით უკვე დაიკითხნენ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის იმჟამინდელი წევრები და მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები. 

კომენტარები