საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის არისი ბოჭოიძის დაკითხვა მიმდინარეობს.
ბოჭორიძის დაკითხვა რიყის განვითარების პროექტს უკავშირდება. ამავე საკითხზე, უკვე დაიკითხნენ მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები. დეპუტატი დავით საყვარელიძე, რომელიც იმავე საკითხზე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს, დაკითხვაზე ჯერ არ გამოცხადებულა.
თბილისის ყოფილმა ვიცემერმა მამუკა ახვლედიანმა საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, რიყის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ოპიექტური გამოძიების ჩასატარებლად ფონდ ქართუს ხელმძღვანელობა და დღევანდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაიკითხონ.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეს, 18 დეკემბერს, კომენტარი ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. სასტუმრო ამბასადორში უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა რიყეზე მიმდინარე მშენებლობების შეჩერებაზე ისაუბრა.
”ჩემი აზრით, თუ შეჩერება მოხდება, კარგი იქნება, თუ სპეციალისტები ჩაერევიან ამაში. პირველ რიგში, არქიტექტორები, ვისაც ხელეწიფებათ, ვინც იცის ეს - დიზაინერია, ხელოვანია, მხატვარია. მოვახდინოთ გამოკითხვა. კიდევ ჩამოვიყვანთ სპეციალისტებს, და თუ სიმახინჯეა და მოსაშორებელია, ჯობია ადრე მოვაშოროთ. ასეთ პროექტებში, როდესაც ამდენი ავარიული სახლია თბილისში, არათუ ვალდებულება არ არის, არამედ უფლებაც არ აქვს მერიას ასეთი თანხები ხარჯოს. დაკითხვის პირველი ნაწილი გავიარე... არავითარი იძულება მე არ გამომიყენებია. პროკურორთან უკვე ვსაუბრობ. სად ხედავთ თქვენ, რაზე უნდა დავიკითხო?" - განაცხადა ივანიშვილმა.