რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ თავისი ყოფილი პირადი მსახური, პაოლო გაბრიელი შეიწყალა. გაბრიელს კონფიდენციალური დოკუმენტების მოპარვისთვის 18 თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი .
პაპი თავად ეწვია გაბრიელის ციხეში და თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო.
გასული წლის ოქტომბერში გაბრიელიმ პაპის კონფიდენციალური დოკუმენტები მოიპარა, ასლები გადაიღო და იტალიელ ჟურნალისტს მიაწოდა. მისი თქმით, ეს ეკლესიის სიყვარულით გააკეთა. ჟურნალისტის თქმით, მას სჯეროდა რომ პაპს ატყუებდნენ და სურდა გამოეაშკარავებინა თუ რა ხდებოდა ეკლესიაში.




