„რამდენადაც მე ვიცი, საკითხი, რომელიც ეხება სანიტარულ კონტროლს, ხარისხის შემოწმებას, სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობას, პოლიტიკურ ჭრილში გადაწყვეტილია. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს გაფორმებას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ. ბაზარი ამისთვის ღია გვაქვს, ვფიქრობთ, მოიძებნება ქართული პროდუქციის მყიდველი. ბორჯომს ჯერ ისევ ვერ გადავეჩვიეთ“, - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ანდრეი დენისოვის კომენტარს РИА Новости ავრცელებს.
დენისოვის განმარტებით, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად, პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებულია და რაიმე სახის დამატებითი მონიტორინგის ჩატარება ქართულ პროდუქციაზე არ იგეგმება.




