პრემიერ-მინისტრი

ივანიშვილი: უცხოელი ჟურნალისტები დავარწმუნე, რომ პოლიტიკური დევნა არ იქნება

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან უცხოური მედიის წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ საქართველოში არ იქნება შერჩევნითი სამართალი და პოლიტიკური დევნა.

"დავარწმუნე ისინი, რომ საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. არ იქნება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა. ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკაზე და სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზეც" - განუცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს პრემიერ მინისტრმა, უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ძირითადი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც შეხვედრაზე ჟურნალისტებმა კითხვები დასვეს, ძველ ხელისუფლებასთან ურთიერთობასა და შერჩევითი სამართლის შესაძლო არსებობას უკავშირდებოდა.

შეხვედრა, რომელიც დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა 21 კაციანი დელეგაცია, მათ შორის იყვნენ  Independent-ის, The Daily Telegraph-ის, Le Temps-ის, France 24-ის, Le Figaro-ს, Berliner Zeitung-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პრემიერის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.

 

კომენტარები