პრემიერ-მინისტრი

პრემიერი: "დანგრეული ქვეყანა ჩავიბარეთ"

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერი რეგიონალური ტურნეს ფარგლებში რაჭას სტუმრობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ონის და ამბროლაურის სოფლები მოინახულა და მოსალეობას შეხვდა. პრემიერმა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ამასთანავე ვაჯის ჯიშები დაათვალიერა, რომლის გაშენებაც იაფი კრედიტის პროგრამის ფარგლებში მოხდა. მოსახლეობამ პრემიერს საკუთარი პრობლემები გააცნო. 

"დაგრეული ქვეყანა ჩავიბარეთ, დანგრეიული ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით და ცხრა ცელი გვატყუებდნენ, რომ ეს იყო რაღაც საოცარი ქვეყანა და განვითარებული ყველაფერი რამდენიმე 10 შენობა ააშენეს და ამას აჩვენებდნენ მთელ მსოფლიოს როგორ განვითარდა ყველაფერი", - განაცხადა მან მოსახლეობის პრობლემების მოსმენის შემდეგ. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე, წყალსაცავი სათავე ნაგებობის მშენებლობა მოინახულა, რომელიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. მისი თქმით ის, რომ მოსახლეობას არ აქვს გაფილტრული წყალი 21-ე საუკუნეში სამარცხვინოა. 

"ონის მოსახლეობას არ ქონდა გაფილტრული წყალი ანუ საუბარი გვაქ ელემერტარული პირობების არ ქონაზე რაც არის 21-ე საუკუნეში ჩვენი სირცხვილი, და რაც იყო წინა ხელისუფლების სირცხვილი. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა რომ ყურადღება არ ექცეოდა რეალურად საქმის გაკეთებას და მხოლოდ ფასადურზე იყო მთელი აქცენტი გაკეთებული. ეს პროექტი დასრულდება ერთ თვეში და ონის მოსახლეობას ექნება ერთ თვეში გაფილტრული წყალი", - განაცხადა მან. 

კომენტარები