პრემიერ-მინისტრი

ღარიბაშვილი: ამ არჩევნებით ნაციონალური მოძრაობის დასასრული გაფორმდება

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, გურიას სტუმრობს. მოსახლეობასთან შეხვედრისას პრემიერს, "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა კითხვით მიმართა, რომ მიუხედავად მისი დაპირებისა, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიებში წარმოდგენილი არიან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები. 

კითხვაზე პასუხად პრემიერმა განაცხადა, რომ "ნაციონალები უკვე აღარ არსებობენ", მისივე თქმით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით "ნაციონალური მოძრაობის საბოლოო დასასრული გაფორმდება". 

"ეს არის პარტია, რომელიც დღითი დღე კარგავს საკუთარ რეიტინგს, ეს არის პარტია, რომლის აღარ ჯერათ თვითონ მათ ლიდერებს, კითხეთ მათ ლიდერებს თუ ჯერათ მათი პერსპექტივის, და შესაბამისად არ ვიცი მე კონკრეტულ შემთხვევებზე თუ არის საუბარი, თუ სადმე რომელიმე რაიონში , რომელიმე სიაში აღმოჩნდა ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი,  ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო არ ვიცი. მე გეტყვით რომ რეალურად ამ არჩევნებით, ნაციონალური მოძრაობის საბოლოო დასასრული გაფორმდება. ზოგადად მე გეტყვით რომ ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება იდეალური და ყველასთვის მოსაწონი, ჩვენ მაქსიმალურად ვარჩევთ, ფრთხილად ვეკიდებით კანდიდატების შერჩევის პროცესს და მაქსიმალურად პროფესიული კანდიდატები შევარჩიეთ", - განაცხადა პრემიერმა. 

 

კომენტარები