პრემიერ-მინისტრი

პრემიერი: მირჩევნია, თქვენთვის მეხარებინა, რომ დღეს 5 საწარმო გავხსენით

პრემიერ მინისტრმა ნატანები-შრომა-ურეკის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ლანჩხუთში მოსახლეობას შეხვდა.  შეხვედრაე იმყოფებოდა  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომლის თქმითაც აღნიშნული სამუშაოები, კერძოდ კი გზის 18 კილომეტრიანი მონაკვეთი,  10 სოფლის მოსახლეობას გაუადვილებს გადაადგილებას.

პრემიერმა მოსახლეობას განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის უფრო სასურველი იქნებოდა მოსახლეობისთვის საწარმოების გახსნა ეხარებინა. 

"ძალიან მერიდება, რომ დღეს ისეთ ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, როგორიც გზის მშენებლობაა. მე მირჩევნია, თქვენთვის მეხარებინა, რომ დღეს 5 საწარმო გავხსენით, თუმცა ამის დროც მალე მოვა. მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. თითქმის ყველა რაიონში პრობლემებია. ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის პროგრამა, 17 ფაკულტეტი უფასო გავხადეთ, მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს სოფლის მეურნეობაში", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე. 

კომენტარები